გაკვეთილები და გეგმები

   
საგანი
მათემატიკა

კლასი/  საფეხური
1 /დაწყებითი

მოსწავლეთა  რაოდენობა
კლასში  არის 27 მოსწავლე,  მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის  თემა
საათი

გაკვეთილის  აქტუალობა კლასისთვის
 განიმტკიცონ  ცოდნა  დროის  საზომი  ერთეულების,  კერძოდ  საათის  შესახებ
გაკვეთილის  აქტუალობა სსსმ  მოსწავლისთვის
შეძლოს  სხვადასხვა  საგნებში  საათის  ამოცნობა,  ციფერბლატზე  ნაცნობი  რიცხვების  განსაზღვრა

მისაღწევი მიზნები  ესგ-დან  კლასისთვის
ისწავლონ  დროის  განსაზღვრა  საათის  მეშვეობით.
მოდიფიცირებული  მიზანი  სსსმ  მოსწავლისთვის
შეძლოს    ისრების  რაოდენობის  დასახელება,  ასევე  განსაზღვროს  ისრების  მიხედვით  ცნებები   „გრძელი“,  „მოკლე“

გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგები  კლასისთვის
შეძლებენ  დამოუკიდებლად  დროის  განსაზღვრას  საათზე,  შეძლებენ  მითითებული  დროის  საათზე  ჩვენებას  და  ისრების  შესაბამისად  განლაგებას
გაკვეთილის  ბოლოს მისაღწევი შედეგები სსსმ  მოსწავლისთვის
შეარჩევს  და  გვანახებს  გრძელ,  მოკლე  ისარს.  მიჩვენებს  დროს  1საათი,  2 საათი,  3 საათი.

წინარე ცოდნა კლასის

იციან  დროის  საზომი  ერთეულები

წინარე ცოდნა სსსმ  მოსწავლის
იცის  ზოგიერთი  რიცხვი(1,2,3,)   და  ცნებები  „დიდი“, „პატარა“
კლასის  ორგანიზების ფორმები
მთელ კლასთან,   ინდივიდუალური.

გამოყენებული  რესურსი
პლაკატი,  საათის  მოდელები, ფლომასტერები, ფანქრები, სახაზავები, სამუშაო  ფურცლები..,

გამოყენებული  სტრატეგიები
მულტიმოდალური მიდგომა, კეთებით სწავლება.
შეფასების ტიპები

განმავითარებელი

შეფასების
კრიტერიუმები
შევაფასებ  რამდენად  აკავშირებენ  ერთმანეთთან  ნასწავლ  და  ახალ  მასალას,  რამდენად  კარგად  გაიგეს  ახალი  ახსნილი  და  რამდენად  აქტიურობდნენ  სხვადასხვა  აქტივობების  შესრულებისას,  სსსმ  მოსწავლემ  რამდენად  მოახერხა  მითითებული  აქტივობების  განხორციელება

გაკვეთილის  მსვლელობა

1.     საორგანიზაციო  საკითხი
კლასის   ორგანიზება  და  საგაკვეთილო  განწყობის  შექმნა

გამოწვევის  ფაზა

2.     საშინაო დავალების შემოწმება
საშინაო  დავალებას  შევამოწმებ  ფრონტალური  კითხვების  საშუალებით.   ასევე  დავალებად  ჰქონდათ  დაეხატათ  საყვარელი  წელიწადის  დრო,  გამოფენენ  თავიანთ  ნახატებს  სადემონსტრაციო  დაფაზე    მოახდენენ  პრეზენტაციას.  სსსმ  მოსწავლეს  ვკითხავ  რომელი  დრო  მოსწონს,  რომელი  ნახატი  მოეწონა,  რატომ?

3.    განვლილი მასალის  გამოკითხვა
გავააქტიურებ  წინარე  ცოდნას.  მაგ,  გაიხსენონ  და  დაასახელონ  დროის  საზომი  ერთეულები.  აღწერონ  ისინი,  რით  შეიძლება განსხვავდებოდნენ?   სსსმ  მოსწავლეს  ვთხოვ  დათვალოს  სამამდე,  ბარათებიდან  მაჩვენოს  ის  ბარათი,  რომელზეც  მრგვალი  საგანია  გამოსახული.(საათის  მოდელის  შესაბამისად)

4.    ახალი მასალის ახსნისთვის  შემზადება
ვეტყვი,  რომ  დრო  შეიძლება  გავზომოთ  სხვადასხვა  დროის  საზომი  ერთეულით-წელიწადი,  თვე, კვირა, დღე...
ასევე  დროის  საზომი  ერთეულია  საათი.  ვაჩვენებ  საათის  მოდელს;
-იმისათვის, რომ  ვისწავლოთ  დროის  განსაზღვრა  საათის  მეშვეობით,  დავაკვირდეთ  ამ  მოდელს.

სიღრმისეული წვდომის ფაზა

5.     ახალი მასალის ახსნა

ყურადღებას  გავამახვილებ  იმაზე,  რომ  საათი  დროის  საზომი  ხელსაწყოცაა  და  დროის  საზომ  ერთეულსაც  საათი  ჰქვია.   ასევე  ყურადღებას  გავამახვილებინებ  ისრების  ზომასა  და  დანიშნულებაზე.




6.      ახალი მასალის განმტკიცება
 მოსწავლეები  საათის  მოდელის  მეშვეობით  ივარჯიშებენ  დროის  განსაზღვრაში.
-საათის  მოდელზე  მაჩვენებენ  მითითებულ  დროს,  მეტყვიან  რა  დროა  საათზე  ისრების  განლაგების  მიხედვით.  სსსმ  მოსწავლეს  ვეტყვი  დიდი  3-4  სურათიდან  მაჩვენოს  ის,  რომელზეც  საათია  გამოსახული,  ასევე  ვაჩვენებ  დროს  (1-დან  3-მდე;  პირველი  საათი,  2  საათი,  3 საათი)  და  მითხრას  რა  დროა.

რეფლექსიის  ფაზა

7.     შეჯამება
გაკვეთილს  შევაჯამებთ  კითხვების  საშუალებით
-რა  ჰქვია  დროის  საზომ  ხელსაწყოს?
-რამდენი  ისარი  აქვს  საათს?  (ამ  კითხვაზე  მიპასუხებს  სსსმ  მოსწავლე)
-როგორ  უნდა  განვსაზღვროთ  დრო  საათის  მეშვეობით?  რას  უნდა  მივაქციოთ  ყურადღება?

8.    შეფასება
განსაკუთრებით  აქტიურ  მოსწავლეებს  შევაფასებ  სიტყვიერი  კომენტარით,  ასევე  მოვახდენთ  ურთიერთშეფასებას.  სსსმ  მოსწავლეს  ვეტყვი,  რომ  მან  სწორად  მიპასუხა  კითხვაზე  რა  დროა,  ამიტომ  ის  ძალიან  მონდომებული  და  ყოჩაღი  ბიჭია  (ქება  მასზე  ძალიან  დადებითად  მოქმედებს).

9.     საშინაო  დავალების  მიცემა
საშინაო  დავალებად  მივცემ  შექმნან    საათის  მოდელები.  სსსმ  მოსწავლემ  და  დანარჩენებმაც    მშობლების  დახმარებით  გაარკვიონ,  არის  თუ  არა  თბილისში  დიდი  და  ლამაზი  საათი   (მაგ.  საკრებულოს  შენობაზე  არსებული  უძველესი  საათი),  გაიგონ  ამ  საათთან  დაკავშირებული  ისტორია,  მოკლედ  ჩაწერონ  და  მომდევნო  გაკვეთილზე  გაგვიზიარონ.













საგანი
ქართული  ენა

კლასი/  საფეხური
1 /დაწყებითი

მოსწავლეთა  რაოდენობა
კლასში  არის 27 მოსწავლე,  მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის  თემა
გვრიტი  და  მტრედი
გაკვეთილის  აქტუალობა კლასისთვის
კრიტიკული  და  ლოგიკური  აზროვნების  განვითარება.
გაბმულ  მეტყველებაზე  მუშაობა.
გაკვეთილის  აქტუალობა სსსმ  მოსწავლისთვის
გამართულ  მეტყველებაზე  მუშაობა.
1  ფრინველის  გაცნობა  და  დამახსოვრება
მისაღწევი მიზნები  ესგ-დან  კლასისთვის
1.2 მოსწავლეს  შეუძლია  გადმოსცეს  მარტივი  ინფორმაცია  მისთვის  ნაცნობ  თემებზე.
1.3  შეუძლია  მართლმეტყველების  ელემენტარული  წესების  დაცვა.
1.4 შეუძლია  მოისმინოს  და  გაიგოს  ნაცნობ  თემატიკაზე  შექმნილი  მცირე  ზომის  ტექსტები  და  გამოხატოს  თავისი  დამოკიდებულება.
მოდიფიცირებული  მიზანი  სსსმ  მოსწავლისთვის
1.4  შეუძლია  მოისმინოს  და  გაიგოს  ნაცნობ  თემატიკაზე  შექმნილი  მცირე  ზომის  ტექსტები  და  გამოხატოს  თავისი  დამოკიდებულება.
გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგები  კლასისთვის
გაიმდიდრონ  ცოდნა  ფრინველების  შესახებ.  შეეძლონ  ისაუბრონ  იმ  თვისებებზე,  რომლებსაც  ისინი  ავლენენ  ტექსტში
გაკვეთილის  ბოლოს მისაღწევი შედეგები სსსმ  მოსწავლისთვის
ცნობდეს  და  ანსხვავებდეს  ერთმანეთისგან  ცხოველსა  და  ფრინველს.
წინარე ცოდნა  კლასის

ბავშვებს  აქვთ  გარკვეული  ცოდნა  ფრინველების  შესახებ.  შეუძლიათ  ზოგიერთი  მათგანის  დასახელება  და  დახასიათება
წინარე ცოდნა სსსმ  მოსწავლის
იცის  ჩიტი,  როგორც  ზოგადად  ფრინველი
კლასის  ორგანიზების ფორმები
მთელ  კლასთან,  ინდივიდუალური,  წყვილებში
გამოყენებული  რესურსი
„ჯიპრაიდის“  საკითხავი  წიგნებიდან „ნისკარტი,  ფრთები  ბრჭყალები,  დიდი  და  პატარა  სურათები,  „ჯიპრაიდის“  აქტივობის  ბარათები
გამოყენებული  სტრატეგიები
მულტიმოდალური მიდგომა, კეთებით სწავლება.
შეფასების ტიპები

განმავითარებელი

შეფასების
კრიტერიუმები
შევაფასებ  რამდენად  აკავშირებენ  ერთმანეთთან  ნასწავლ  და  ახალ  მასალას,  რამდენად  კარგად  გაიგეს  ახალი  ახსნილი  და  რამდენად  აქტიურობდნენ  სხვადასხვა  აქტივობების  შესრულებისას,  სსსმ  მოსწავლემ  რამდენად  მოახერხა  ახალი   ცოდნის  მიღება  და  დამახსოვრება

გაკვეთილის  მსვლელობა

1.     საორგანიზაციო  საკითხი
კლასის   ორგანიზება  და  საგაკვეთილო  განწყობის  შექმნა

გამოწვევის  ფაზა

2.     საშინაო  დავალების  შემოწმება
საშინაო  დავლებად  ჰქონდათ  „ქორი  და  იხვი,“  ვიკითხავ  ხომ  არ  იყო  რამე  გაუგებარი  საშინაო  დავალებაში

3.     განვლილი მასალის  გამოკითხვა
წავაკითხებ  ტექსტს  როგორც  ჯგუფურად,  ასევე  ინდივიდუალურად,  რამდენიმე  მოსწავლეს  მოვაყოლებ  დავსვამ  დამატებით  საკონტროლო   კითხვებს,  შევამოწმებ  რამდენად  გაიგეს  ზოგიერთი  ლექსიკური  ერთეულის  მნიშვნელობა.  სსსმ  მოსწავლეს  ვკითხავ  მარტივი  სიტყვების  მნიშვნელობას,  ვანახებ  სურათებიან  ბარათებს  და  დამისახელოს რომელია  იხვი.

4.     ახალი მასალის ახსნისთვის  შემზადება
კლასს  ვკითხავ  რომელი  ფრინველების  შესახებ    იყო  საუბარი  საშინაო  დავალების  ტექსტში (ქორი,  იხვი).  გაიხსენეთ  კიდევ  სხვა  გარეული ფრინველები  (ჩამოთვლიან)    რით  განსხვავდებიან   გარეული  ფრინველები  შინაურისგან, რით  ჰგვანან  ფრინველები  ერთმანეთს?  შემდეგ  მივაწვდი  ინფორმაციას  ფრინველების  გარეგნობის  შესახებ  ჯიპრაიდის  წიგნიდან „ფრთები,  ბრჭყალები,  ნისკარტი“.  ხომ  არ  გაიხსენებთ  ფრინველებს,  რომელიც  შინაურიც  შეიძლება  იყოს  და  გარეულიც.  (სავარაუდოდ  შეიძლება  თქვან  მტრედი). 






სიღრმისეული წვდომის ფაზა
5.    ახალი მასალის ახსნა
ამის  შემდეგ  წავუკითხავ  ტექსტს „გვრიტი  და  მტრედი“ წიგნიდან.  ასევე  წავაკითხებ  მოსწავლეებსაც  როგორც  ჯგუფურად,   ასევე  ინდივიდუალურად.  ავხსნით  შესაძლო  გაუგებარ  სიტყვებს. 

6.      ახალი მასალის განმტკიცება
მოსწავლეები  აკეთებენ  სათანადო  დასკვნებს,  აფასებენ  პერსონაჟების  საქციელს,  რომელი  მოსწონთ,  რომელი  არა,  ასაბუთებენ  თავიანთ  აზრს. სსსმ  მოსწავლეს  შევთავაზებ  3-4  სხვადასხვა  საგნის  სურათიდან    ამოარჩიოს  და  მანახოს  „ჩიტი“ ტექსტის  ანალიზის  შემდეგ  წავაკითხებ  როლებად  წყვილებში

7.     საშინაო  დავალების  მიცემა
საშინაო  დავალებად  მივეცი  ტექსტი  „დედაენიდან“ გვ. 74   „გვრიტი  და  მტრედი“  წასაკითხად,  დასაწერად  მე-2  სავარჯიშო
სსსმ  მოსწავლეს  დავალებად  მივეცი  ახალ  ტექსტში  არსებულ  ილუსტრაციაში  ამიცნოს  და  დაასახელოს  რომ  ეს  არის  ფრინველი,  ანუ  როგორც  თვითონ  ამბობს  „ჩიტი“,  ასევე  დაასახელოს  მისთვის  ნაცნობი  ასოები,  ამ  დავალებას  ის  სახლში  შეასრულებს  მშობლის  დახმარებით













საგანი
ქართული  ენა

კლასი/  საფეხური
1 /დაწყებითი

მოსწავლეთა  რაოდენობა
კლასში  არის 27 მოსწავლე,  მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის  თემა
პეპელა  და  ფუტკარი
გაკვეთილის  აქტუალობა კლასისთვის
კრიტიკული  და  ლოგიკური  აზროვნების  განვითარება.
გაბმულ  მეტყველებაზე  მუშაობა.
გაკვეთილის  აქტუალობა სსსმ  მოსწავლისთვის
გამართულ  მეტყველებაზე  მუშაობა.
1-2  მწერის  გაცნობა  და  დამახსოვრება
მისაღწევი მიზნები  ესგ-დან  კლასისთვის
1.2 მოსწავლეს  შეუძლია  გადმოსცეს  მარტივი  ინფორმაცია  მისთვის  ნაცნობ  თემებზე.
1.3  შეუძლია  მართლმეტყველების  ელემენტარული  წესების  დაცვა.
1.4 შეუძლია  მოისმინოს  და  გაიგოს  ნაცნობ  თემატიკაზე  შექმნილი  მცირე  ზომის  ტექსტები  და  გამოხატოს  თავისი  დამოკიდებულება.
მოდიფიცირებული  მიზანი  სსსმ  მოსწავლისთვის
1.4  შეუძლია  მოისმინოს  და  გაიგოს  ნაცნობ  თემატიკაზე  შექმნილი  მცირე  ზომის  ტექსტები  და  გამოხატოს  თავისი  დამოკიდებულება.
გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგები  კლასისთვის
გაიმდიდრონ  ცოდნა  მწერების,  კერძოდ  ფუტკრის,  პეპლის  შესახებ.  შეეძლონ  გადმოსცენ  ინფორმაცია  ფუტკრის  სარგებლიანობაზე,  ცხოვრების  წესზე..
გაკვეთილის  ბოლოს მისაღწევი შედეგები სსსმ  მოსწავლისთვის
ცნობდეს  და  ანსხვავებდეს  ერთმანეთისგან  პეპელას  და  ფუტკარს
წინარე ცოდნა  კლასის

ბავშვებს  აქვთ  გარკვეული  ცოდნა  მწერების  შესახებ.  შეუძლიათ  მათი  ჩამოთვლა,  დახასიათება
წინარე ცოდნა სსსმ  მოსწავლის
იცის  და  ამოიცნობს  3-4  სურათში  პეპელას
კლასის  ორგანიზების ფორმები
მთელ  კლასთან,  ინდივიდუალური,  წყვილებში
გამოყენებული  რესურსი
„ჯიპრაიდის“  საინფორმაციო  წიგნი  „ფუტკარი“,  სურათებიანი  დიდი  და  პატარა  ბარათები
გამოყენებული  სტრატეგიები
მულტიმოდალური მიდგომა, კეთებით სწავლება.
შეფასების ტიპები

განმავითარებელი

შეფასების
კრიტერიუმები
შევაფასებ  რამდენად  აკავშირებენ  ერთმანეთთან  ნასწავლ  და  ახალ  მასალას,  რამდენად  კარგად  გაიგეს  ახალი  ახსნილი  და  რამდენად  აქტიურობდნენ  სხვადასხვა  აქტივობების  შესრულებისას,  სსსმ  მოსწავლემ  რამდენად  მოახერხა  ძველი  ცოდნის  დაკავშირება  ახალთან

გაკვეთილის  მსვლელობა

1.     საორგანიზაციო  საკითხი
კლასის   ორგანიზება  და  საგაკვეთილო  განწყობის  შექმნა

გამოწვევის  ფაზა

2.     საშინაო დავალების შემოწმება  
შევამოწმებ  თუ  როგორ  გამოწერეს  წინა  გაკვეთილზე  მიცემული  წინადადება  და ხომ  არ  იყო  რამე  გაუგებარი  საშინაო  დავალებაში

3.     განვლილი მასალის  გამოკითხვა
წავაკითხებ  ტექსტს  როგორც  ჯგუფურად,  ასევე  ინდივიდუალურად.  დავსვამ  დამატებით  კითხვებს,  შევამოწმებ  რამდენად  გაიგეს  ზოგიერთი  ლექსიკური  ერთეულის  მნიშვნელობა.  სსსმ  მოსწავლეს  ვკითხავ  მარტივი  სიტყვების  მნიშვნელობას,  ვანახებ  სურათებიან  ბარათებს  და  დამისახელოს  რა  არის  სურათზე  გამოსახული   (ხარი,  ბუზი)

4.     ახალი მასალის ახსნისთვის  შემზადება
კლასს  ვკითხავ  რომელი  მწერი  იყო  ნახსენები  საშინაო  დავალების  ტექსტში (ბუზი).  გაიხსენეთ  კიდევ  სხვა  მწერები  (ჩამოთვლიან)  დაახასიათეთ  ისინი.  რით  გამოირჩევა  მწერი  სხვა  სულიერი  არსებებისგან?  (აქვთ  6  ფეხი).   დაფაზე  გამზადებული  მაქვს  გონებრივი  იერიშის  რუკა



                               მწერები



მიუწერონ  მათთვის  ნაცნობი  მწერები  და  მოკლედ  ისაუბრონ  მათ  შესახებ.



სიღრმისეული წვდომის ფაზა

5.     ახალი მასალის ახსნა
ასევე  გამზადებული  მაქვს  ვენის  დიაგრამა,



            ფუტკარი                              პეპელა


რა  აქვთ  საერთო  და  განმასხვავებელი?(ჩავწერთ  შუაში)
  ამის  შემდეგ  წავუკითხავ  ტექსტს  წიგნიდან.  შემდეგ  წავაკითხებ  გუნდურად,  ავხსნით  შესაძლო  გაუგებარ  სიტყვებს. 

6.      ახალი მასალის განმტკიცება
მოსწავლეები  აკეთებენ  სათანადო  დასკვნებს,  აფასებენ  პერსონაჟების  საქციელს,  ასაბუთებენ  თავიანთ  აზრს. სსსმ  მოსწავლეს  შევთავაზებ  3-4  მწერის  სურათიდან  ამოარჩიოს  და  მანახოს  პეპელა,  ფუტკარი. ტექსტის  ანალიზის  შემდეგ  წავაკითხებ  როლებად  წყვილებში


რეფლექსიის  ფაზა

7.        შეჯამება
გაკვეთილის  ბოლოს  დავსვამ  შემაჯამებელ  კითხვებს.  დასკვნისთვის  ვიკითხავ:  მოგწონთ  პეპლის  საქციელი?  ფუტკრის? 

8.      შეფასება
მოსწავლეებს  შევაფასებ  განმავითარებელი  შეფასებით.  სსსმ  მოსწავლეს    უყვარს  როდესაც  აქებენ  და  ამიტომ  მას  ვეტყვი   რომ თავი  გამოიჩინა  სწორი  და  კარგი 
პასუხებით.



9.     საშინაო  დავალების  მიცემა
საშინაო  დავალებად  მივეცი  ტექსტი  „დედაენიდან“ გვ. 66   „პეპელა  და  ფუტკარი“  წასაკითხად,  დასაწერად  მე-2 და მე-3  სავარჯიშოები
სსსმ  მოსწავლეს  დავალებად  მივეცი  ახალ  ტესტში მონახოს  რომელია  ფუტკარი  და  რომელი  პეპელა.    ამ  დავალების შესრულებას ის  სახლში  შეძლებს  მშობლის  დახმარებით. 










საგანი
მათემატიკა

კლასი/  საფეხური
1 /დაწყებითი

მოსწავლეთა  რაოდენობა
კლასში  არის 27 მოსწავლე,  მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის  თემა
წელიწადის  4  დრო
გაკვეთილის  აქტუალობა კლასისთვის
 განიმტკიცონ  ცოდნა  დროის,  კერძოდ  სეზონების  შესახებ.

გაკვეთილის  აქტუალობა სსსმ  მოსწავლისთვის
შეძლოს  წელიწადის  ოთხი  დროის  დამახსოვრება

მისაღწევი მიზნები  ესგ-დან  კლასისთვის
იცოდნენ,  რომ  წელიწადის  დროებიც  დროის  საზომი  ერთეულია 
მოდიფიცირებული  მიზანი  სსსმ  მოსწავლისთვის
შეძლოს  განასხვავოს რომ  ზოგ  სეზონზე  ცხელი და   ზოგზე-ცივა
გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგები  კლასისთვის
ბავშვებმა  დააზუსტონ  საკუთარი  წარმოდგენები  დროისა  და  დროის  შუალედების  შესახებ                                                                                                              
გაკვეთილის  ბოლოს მისაღწევი შედეგები სსსმ  მოსწავლისთვის
იცოდეს,  რომ  წელიწადში  4  დროა.
წინარე ცოდნა  კლასის

იციან  დროის  ისეთი  საზომი  ერთეულები,  როგორიცაა  დღე,  კვირა.  თვე,  წელიწადი.
წინარე ცოდნა სსსმ  მოსწავლის
იცის  რამდენიმე  ფერი  და  რიცხვი
კლასის  ორგანიზების ფორმები
მთელ კლასთან,   ინდივიდუალური,  ჯგუფური

გამოყენებული  რესურსი
პლაკატი -„ სეზონური  საათი“  სხვადასხვა  ფერისა  და  ზომის  ფურცლები, ფლომასტერები,ფანქრები, სახაზავები, სამუშაო  ფურცლები..,

გამოყენებული  სტრატეგიები
მულტიმოდალური მიდგომა, კეთებით სწავლება.
შეფასების ტიპები

განმავითარებელი

შეფასების
კრიტერიუმები
შევაფასებ  რამდენად  აკავშირებენ  ერთმანეთთან  ნასწავლ  და  ახალ  მასალას,  რამდენად  კარგად  გაიგეს  ახალი  ახსნილი  და  რამდენად  აქტიურობდნენ  სხვადასხვა  აქტივობების  შესრულებისას,  სსსმ  მოსწავლემ  რამდენად  მოახერხა  მითითებული  აქტივობების  განხორციელება

გაკვეთილის  მსვლელობა

1.     საორგანიზაციო  საკითხი
კლასის   ორგანიზება  და  საგაკვეთილო  განწყობის  შექმნა

გამოწვევის  ფაზა

2.     საშინაო დავალების შემოწმება
საშინაო  დავალებას  შევამოწმებ  ფრონტალური  კითხვების  საშუალებით.   

3.    განვლილი მასალის  გამოკითხვა
გავააქტიურებ  წინარე  ცოდნას.  მაგ,  გაიხსენონ  და  დაასახელონ  როდის  მოვიდნენ  სკოლაში,  როდის  აღვნიშნავთ  ახალ  წელს,  როდის  ამოდის  ია,  როდის  ცხელა  ყველაზე  მეტად?..სსსმ  მოსწავლეს  ვკითხავ  მას  ახლა  სცხელა  თუ  სცივა?  ყოველთვის  ასეა? (სავარაუდოდ  მიპასუხებს,  რომ  არა)

4.    ახალი მასალის ახსნისთვის  შემზადება
შემზადებისთვის  ვეტყვი  გამოცანას  „ერთსა  ალვისა  ხეზედა  12  ტოტი  აბია,  სცვივა  და  სცვივა  ფოთლები,  ისევ  იმდენი  ასხია“.  გამოიცნობენ  და  ავხსნით  რას  ნისნავს  ეს.  ანალოგიურად  ავხნი,  რომ  ასევე  მონაცვლეობს  წელიწადის  დროები,  ანუ  სეზონები-  წელიწადის  ოთხივე  დრო  მეორდება
სიღრმისეული წვდომის ფაზა

5.     ახალი მასალის ახსნა
ამ  ეტაპზე  ჩემი  დახმარებით  ისაუბრებენ  წელიწადის   თითოეული  დროისათვის  დამახასიათებელი  ნიშან-თვისებების  შესახებ.  სსსმ  მოსწავლე  იტყვის,   რომელი  დრო  უფრო  მოსწონს,  როცა  სცივა,  თუ  როცა  სცხელა,  ან  როცაა  თბილა,  თუ  როცა  გრილა.
წავუკითხავ  ლექსებს,  ანდაზებსა  და  გამოცანებს  წელიწადის  დროების  შესახებ.

6.      ახალი მასალის განმტკიცება
კლასს  გავყოფ  4  ჯგუფად  სეზონების  სესაბამისად.  ჯგუფებს  დავურიგებ  სამუშაო  მასალას,  ავუხსნი  სამუშაოს  მიზანს,  რომ  თითო  ჯგუფი  თით  სეზონია.  ვნახოთ  სამუშაოს  შესრულების  შემდეგ  რომელი  ჯგუფი,  რომელი  დრო  აღმოჩნდება.  სსსმ  მოსწავლეც  ერთერთ  ჯგუფშია  და  ფერის  მიხედვით  უნდა  მითხრას  რომელი  დრო  შეხვდა  მის  ჯგუფს  (მისთვის  მაქვს  ოთხი  ფერადი  ბარათი,  ცისფერი-ზამთარი,  მწვანე-გაზაფხული,  წითელი-ზაფხული,  ყვითელი-შემოდგომა.  ამ  შემტხვევაში  მექნება  2  ბარათი,  რათა  უფრო  გაუიოლდეს  სეზონის  დასახელება
ნახატის  ან  აპლიკაციის  მეშვეობით  შექმნან

რეფლექსიის  ფაზა

7.     შეჯამება
გაკვეთილს  შევაჯამებთ  პრეზენტაციით,  ჯგუფები  წარმოადგენენ  თავიანთ  ნამუშევრებს, თითოეული  ჯგუფის  წარმომადგენელი ისაუბრებს  ნამუშევრის  შესახებ.  სსსმ  მოსწავლე   იტყვის  რომელი  დრო  უფრო  მოსწონს  (შეძლებისდაგვარდ)  მოეწონა  თუ  არა  ის  სამუშაო,  რაც  შეასრულა.

8.    შეფასება
თითოეული  ჯგუფის  ნამუშევარს  შევაფასებ  სიტყვიერი  კომენტარით,  ნამუშევრებს  გამოვფენთ  თვალსაჩინო  ადგილზე  გარკვეული  დროით,  რათა  უფრო  კარგად  დაიმახსოვრონ  წელიწადის  4  დრრო  და  მათი  თანმიმდევრობა.  სსსმ  მოსწავლეს  ვეტყვი,  რომ  ის  ძალიან 
აქტიურობდა  გაკვეთილის  განმავლობაში  და  თავი  გამოიჩინა.
9.     საშინაო  დავალების  მიცემა
საშინაო  დავალებად  მივცემ  შექმნან    ნახატები  და  მოიძიონ  ლექსები,  ანდაზები  და  გამოცანები  მათთვის  საყვარელი  დროის  შესახებ.   ნახატებში   გამოიყენონ  გეომეტრიული  ფიგურები.  სსსმ  მოსწავლეს  დავავალებ  შეძლებისდაგვარად  დაიმახსოვროს  წელიწადის  დროების  სახელები  (რა  თქმა  უნდა  მშობლის  დახმარებით)











საგანი
მათემატიკა

კლასი/  საფეხური
1 /დაწყებითი

მოსწავლეთა  რაოდენობა
კლასში  არის 27 მოსწავლე,  მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის  თემა
გეომეტრიული  ფიგურები

გაკვეთილის  აქტუალობა კლასისთვის
 განიმტკიცონ  ცოდნა  ბრტყელი  გეომეტრიული  ფიგურების  შესახებ.

გაკვეთილის  აქტუალობა სსსმ  მოსწავლისთვის
შეძლოს  ყველაზე  ხშირად  გამოყენებული  გეომეტრიული  ფიგურების  (სამკუთხედი,  ოთხკუთხედი,)    ამოცნობა  და  დასახელება

მისაღწევი მიზნები  ესგ-დან  კლასისთვის
1.6  ამოიცნობენ  და  აღწერენ  ბრტყელ  გეომეტრიულ  ფიგურებს.
მოდიფიცირებული  მიზანი  სსსმ  მოსწავლისთვის
შეძლოს  დაასახელოს  გვერდების  რაოდენობა  გეომეტრიულ  ფიგურაში  და  დაახასიათოს  ის  ზომის  მიხედვით  (დიდია  თუ  პატარა,  რა  ფერისაა და ა.შ).

გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგები  კლასისთვის
ყოფითი  დანიშნულების  საგნებში  ან მათ  ილუსტრაციებში  უთითებენ  დასახელებულ  ბრტყელ  ფიგურებს.
შეარჩევენ  მითითებულ  ფიგურის  მოდელს  შერეული  გროვიდან.
აღწერენ  მითითებულ  გეომეტრიულ  ფიგურას.

გაკვეთილის  ბოლოს მისაღწევი შედეგები სსსმ  მოსწავლისთვის
შეარჩევს  მითითებული  ფიგურის  მოდელს შერეული  გროვიდან.

წინარე ცოდნა  კლასის

იციან  ბრტყელი  გეომეტრიული  ფიგურები,  განასხვავებენ  მათ  ფერის,  ფორმისა   და  ზომის  მიხედვით

წინარე ცოდნა სსსმ  მოსწავლის
იცის  ზოგიერთი  რიცხვი  და  ფერი
კლასის  ორგანიზების ფორმები
მთელ კლასთან,   ინდივიდუალური,  ჯგუფური

გამოყენებული  რესურსი
პლაკატი,  გეომეტრიული  ფიგურები  სხვადასხვა  ფერისა  და  ზომის, ფლომასტერები,ფანქრები, სახაზავები, სამუშაო  ფურცლები..,

გამოყენებული  სტრატეგიები
მულტიმოდალური მიდგომა, კეთებით სწავლება.
შეფასების ტიპები

განმავითარებელი

შეფასების
კრიტერიუმები
შევაფასებ  რამდენად  აკავშირებენ  ერთმანეთთან  ნასწავლ  და  ახალ  მასალას,  რამდენად  კარგად  გაიგეს  ახალი  ახსნილი  და  რამდენად  აქტიურობდნენ  სხვადასხვა  აქტივობების  შესრულებისას,  სსსმ  მოსწავლემ  რამდენად  მოახერხა  მითითებული  აქტივობების  განხორციელება

გაკვეთილის  მსვლელობა

1.     საორგანიზაციო  საკითხი
კლასის   ორგანიზება  და  საგაკვეთილო  განწყობის  შექმნა

გამოწვევის  ფაზა

2.     საშინაო დავალების შემოწმება
საშინაო  დავალებას  შევამოწმებ  ფრონტალური  კითხვების  საშუალებით.   

3.    განვლილი მასალის  გამოკითხვა
გავააქტიურებ  წინარე  ცოდნას.  მაგ,  გაიხსენონ  და  დაასახელონ  ნასწავლი  გეომეტრიული  ფიგურები,  აღწერონ  ისინი,  რით  შეიძლება განსხვავდებოდნენ  ისინი?   სსსმ  მოსწავლეს  ვთხოვ  დათვალოს  ოთხამდე,  ბარათებიდან  მაჩვენოს  ის  ბარათი,  რომელზეც  მრგვალი  საგანია  გამოსახული.

4.    ახალი მასალის ახსნისთვის  შემზადება
ვეტყვი,  რომ  გეომეტრიული  ფიგურებით  შეიძლება  შევადგინოთ  სხვადასხვა  ნაგებობა,  ან  ნახატი

სიღრმისეული წვდომის ფაზა

5.     ახალი მასალის ახსნა
ვაჩვენებ  ნახატებს  და  დავავალებ  მათში  ამოიცნონ  გეომეტრიული  ფიგურები  და  დაასახელონ.  სსსმ  მოსწავლეს  კი  ვთხოვ  დაასახელოს  კონკრეტულად  მითითებული  ფიგურა.





6.      ახალი მასალის განმტკიცება
ჯგუფებს  დავურიგებ  სამუშაო  მასალას,  ავუხსნი  სამუშაოს  მიზანს  ყოფითი  დანიშნულების  საგნებში  ამოიცნონ გეომეტრიული  ფიგურები;
ნახატის  ან  აპლიკაციის  მეშვეობით  შექმნან დასახელებული  ფორმის  ბრტყელი  ფიგურის  მოდელი  ან  გამოსახულება.  ჯგუფებს  მივცემ  სხვადასხვა  დავალებას.  ზოგი  გამოჭრის,  ზოგი  გააფერადებს,  ზოგი  ააწყობს.  სსსმ  მოსწავლე  ერთერთ ჯგუფში  დაეხმარება  ამხანაგებს  იმით,  რომ  ფიგურების  გროვიდან  ამოურჩევს  მათ  მითითებულ  ფიგურებს.

რეფლექსიის  ფაზა

7.     შეჯამება
გაკვეთილს  შევაჯამებთ  პრეზენტაციით,  ჯგუფები  წარმოადგენენ  თავიანთ  ნამუშევრებს, თითოეული  ჯგუფის  წარმომადგენელი ისაუბრებს  ნამუშევრის  შესახებ.  სსსმ  მოსწავლე   იტყვის  მოეწონა  თუ  არა  ის  სამუშაო,  რაც  ამხანაგებმა  სთხოვეს  და  რამდენად  გაართვა  თავი  ამ 
დავალებას  (შესაძლებლობების  ფარგლებში)

8.    შეფასება
თითოეული  ჯგუფის  ნამუშევარს  შევაფასებ  სიტყვიერი  კომენტარით,  ასევე  მოვახდენთ  ურთიერთშეფასებას.  სსსმ  მოსწავლეს  ვეტყვი,  რომ  ის  ძალიან  დაეხმარა  თანაგუნდელებს  დავალებს  წარმატებით  შესრულებაში.

9.     საშინაო  დავალების  მიცემა
საშინაო  დავალებად  მივცემ  შექმნან    ნახატები  გეომეტრიული  ფიგურების  გამოყენებით.  სსსმ  მოსწავლემ  კი  მშობლის  დახმარებით  შეძლებისდაგვარად  დახაზოს  სამკუთხედი  და  ოთხკუთხედი









 




საგანი
ქართული  ენა

კლასი/  საფეხური
1 /დაწყებითი

მოსწავლეთა  რაოდენობა
კლასში  არის 27 მოსწავლე,  მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის  თემა
ასო-ბგერა   „ჰ“

გაკვეთილის  აქტუალობა კლასისთვის
მოსწავლეებმა  შეძლონ  ასო-ბგერა  „ჰ“-ს  ამოცნობა,  წაკითხვა, ნიმუშის  მიხედვით  ასოს, სიტყვის  სწორად  დაწერა

გაკვეთილის  აქტუალობა სსსმ  მოსწავლისთვის
იპოვოს  ასო-ბგერა  „ჰ“-ში  თავისთვის  ნაცნობი  ასო  ა
მისაღწევი მიზნები  ესგ-დან  კლასისთვის
1.3 მოსწავლეს  შეუძლია  მართლმეტყველების  ელემენტარული  წესების  დაცვა
1.5  მოსწავლეს  გამომუშავებული  აქვს  ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები
1.6  მოსწავლეს  შეუძლია  ანბანური  პრინციპის გაგება  და  გამოყენება
1.7  მოსწავლეს  შეუძლია  წერილობითი  კოდის  გაშიფვრა

მოდიფიცირებული  მიზანი  სსსმ  მოსწავლისთვის
1.6  მოსწავლეს  შეუძლია  ანბანური  პრინციპის  გაგება  და  გამოყენება

გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგები  კლასისთვის
შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ  მკაფიოდ  გამოთქვამს  ბგერებს  სიტყვაში;  სიტყვებს  პაუზით  გამოყოფს  ერთმანეთისგან.
სიტყვას  ყოფს  მარცვლებად,  მარცვლებს  აერთიანებს  სიტყვებად.
ასოებისგან,  მარცვლებისგან  აწყობს  სიტყვას,  ცნობს  ანბანის  ყველა  ასოს.
კითხულობს  მარტივი  წინადადებებით  შედგენილი  მცირე  ზომის  ტექსტებს

გაკვეთილის  ბოლოს მისაღწევი შედეგები სსსმ  მოსწავლისთვის
სხვადასხვა  სიტყვაში  პოულობს  საერთო  ასოებს.  სიტყვათა 
ჩამონათვალში  პოულობს  წინასწარ  მითითებულ  ასოს
წინარე ცოდნა  კლასის

შეუძლიათ  წერილობითი  კოდის  გაშიფვრა,  ანბანის  შესწავლილი    ასოების  გამოწერა,  მართლმეტყველების ელემენტარული  წესების  დაცვა

წინარე ცოდნა სსსმ  მოსწავლის
იცის  და  ცნობს  ასო-ბგერა  ა-ს
კლასის  ორგანიზების ფორმები
მთელ კლასთან, ინდივიდუალური

გამოყენებული  რესურსი
პლაკატი,  დიდი  და  პატარა  სურათები,  სიტყვის  დიდი  და  პატარა  ბარათები

გამოყენებული  სტრატეგიები
მულტიმოდალური მიდგომა, კეთებით სწავლება.
შეფასების ტიპები

განმავითარებელი

შეფასების
კრიტერიუმები
შევაფასებ  რამდენად  აკავშირებენ  ერთმანეთთან  ნასწავლ  და  ახალ  მასალას,  რამდენად  კარგად  გაიგეს  ახალი  ახსნილი  და  რამდენად  აქტიურობდნენ  სხვადასხვა  აქტივობების  შესრულებისას,  სსსმ  მოსწავლემ  რამდენად  მოახერხა  ახალი  ასო-ბგერის  ელემენტების მიმსგავსება  თავისთვის  ნაცნობ  ასოსთან

გაკვეთილის  მსვლელობა

1.     საორგანიზაციო  საკითხი
კლასის   ორგანიზება  და  საგაკვეთილო  განწყობის  შექმნა

გამოწვევის  ფაზა

2.     საშინაო დავალების შემოწმება  
შევამოწმებ  თუ  როგორ  გამოწერეს  წინა  გაკვეთილზე  მიცემული  წინადადება  და ხომ  არ  იყო  რამე  გაუგებარი  საშინაო  დავალებაში

3.     განვლილი მასალის  გამოკითხვა
წავაკითხებ  ტექსტს  როგორც  ჯგუფურად,  ასევე  ინდივიდუალურად.  დავსვამ  დამატებით  კითხვებს,  შევამოწმებ  რამდენად  გაიგეს  ზოგიერთი  ლექსიკური  ერთეულის  მნიშვნელობა.  სსსმ  მოსწავლეს  ვკითხავ  მარტივი  სიტყვების  მნიშვნელობას,  ვანახებ  სურათებიან  ბარათებს  და  დამისახელოს  რა  არის  სურათზე  გამოსახული

4.     ახალი მასალის ახსნისთვის  შემზადება
გაიხსენებენ  ხმოვნებს და  ჩამოთვლიან,  ასევე  იტყვიან   რომელი  ასო-ბგერებით  დავიწყეთ  ქართული  ანბანის  შესწავლა,  მათგან  რომელი  ასოთი  იწყება  ანბანი,  რამდენი  ასო-ბგერაა  სულ,  რამდენი  შევისწავლეთ  უკვე?

სიღრმისეული წვდომის ფაზა

5.     ახალი მასალის ახსნა
ვაჩვენებ  დიდ  წიგნს  „ბეჰემოთი“  და  ვეკითხები  თუ  უნახავთ  ეს  ცხოველი,  როგორია  გარეგნობით,  რა  სმენიათ  მის  შესახებ.  სსსმ  მოსწავლეს  ვკითხავ  თუ  რამხელაა  ბეჰემოთი,  დიდი  თუ  პატარა?  შემდეგ  წავუკითხავ  ამ  წიგნს.  განვიხილავთ  წინადადებებს  „ბეჰემოთი  დიდია“,  ხეებზე  ჰამაკი  ჰკიდია“.  გავარკვევთ  რომელ  სიტყვებშია  ახალი,  უცნობი  ასო-ბგერა.  გაიხსენებენ  სხვა  სიტყვებსაც,  რომლებიც  იწყება  ან  მასში  არის ასო „ჰ“. 

6.      ახალი მასალის განმტკიცება
სიტყვა  „ბეჰემოთის“  ნაცნობ  ასოებს  მოვათავსებ  დაფაზე,  ვაჩვენებ  ასო  ჰ-ს,  ხმამაღლა  წარმოვთქვამ,  ვათავსებ  საჭირო  ადგილას  და  ერთად  წავიკითხავთ  მიღებულ  სიტყვას.  სსსმ  მოსწავლეს  ვკითხავ  რომელ,  მისთვის  ნაცნობ  ასოს  მიამგვანა  ამ  ასოს  შემადგენელი  ნაწილები.
(სავარაუდოდ  უნდა  თქვას  ასო  ა)
  ამის  შემდეგ  წავიკითხავ  ტექსტს,  შემდეგ  წავაკითხებ  ინდივიდუალურად,  ჯგუფურად.  აიხსნება  უცნობი  სიტყვები,  სსსმ  მოსწავლეს  ვკითხავ  თუ  იცის  რა  არის  „ჰამაკი“,  „რეჰანი“.

რეფლექსიის  ფაზა

7.        შეჯამება
გაკვეთილის  ბოლოს  დავსვი  შემაჯამებელი  კითხვები:  რომელი  ახალი  ასო-ბგერა  შევისწავლეთ,  მერამდენეა  ის  ანბანის  რიგში.  ასევე  დაფაზე  განვალაგე  დიდი  სურათები  სხვადასხვა  საგნების  გამოსახულებით  და  უნდა  ამოერჩიათ  ის  სურათები,  რომელშიც  იქნებოდა  ასო-„ჰ“,  სსსმ  მოსწავლეს  კი  უნდა  ამოეცნო კონკრეტულად  მითითებული   „ბეჰემოთი“  და  „ჰამაკი“

8.      შეფასება
მოსწავლეები  შევაფასე  განმავითარებელი  შეფასებით.  სსსმ  მოსწავლეს  ძალიან  უყვარს  როდესაც  აქებენ  და  ამიტომ  მას  ვუთხარი,  რომ  ძალიან  კარგი  ბიჭი  იყო  დღეს  გაკვეთილზე  და  მიცემულ  დავალებებს  კარგად  გაართვა  თავი.

9.     საშინაო  დავალების  მიცემა
საშინაო  დავალებად  მივეცი  ტექსტი  „დედაენიდან“ გვ. 37.  წასაკითხად
სსსმ  მოსწავლეს  დავალებად  მივეცი  ახალ  ტესტში  ნაცნობი  ასოების  მოძებნა  და  მათთვის  ახალი  ასო „ჰ“-ს  დამატება.  ამ  დავალების შესრულებას ის  სახლში  შეძლებს  მშობლის  დახმარებით. 











ეს  გაკვეთილები  ჩავატარე  მე-4  კლასში,  2016  წელს  ჯიპრაიდის  რესურსების  გამოყენებით



თბილისის 118-ე საჯარო სკოლა
გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში IV კლასი
პედაგოგი: ლონდა ლავრინენკო
გაკვეთილის თემა
საინფორმაციო ტექსტი-„მაინც  რამდენ  ხანს  ცოცხლობს   პეპელა?“-ლელა  ქისტაური.
საგანი
ქართული ენა
სწავლის საფეხური
დაწყებითი,  მე-4 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
26 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები
Ø ტექსტის გაგება-გააზრება;
Ø მეტყველებისა და აზროვნების უნარის განვითარება;
Ø ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
Ø წერითი უნარ-ჩვევების განვითარება.
ე.ს.გ.
Ø მოსწავლე შეძლებს წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემას;
Ø ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენებას;
Ø ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას;
Ø უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის მიხედვით.
შეფასება,შეჯამება
სიტყვიერი კომენტარი,შეფასების  რუბრიკები
სასწავლო მასალა,რესურსები
დაბეჭდილი ტექსტი, აქტივობის ბარათები,თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი,მაგნიტები,მარკერი,მაგნიტური დაფა.საკითხავი  წიგნი,  წებოვანი  ფურცლები.

გაკვეთილის მსვლელობა
A-ფაზა-(გამოწვევა) 15წთ.
გაიხსენებენ  წინა  გაკვეთილზე  გავლილ  მასალას,  კერძოდ,  მწერების  შესახებ.  ჩამოთვლიან,  მოკლედ  დაახასიათებენ.  შემდეგ  შეავსებენ  კროსვორდს,  რომლის  ვერტიკალურ  ხაზზეც  მიიღება  სიტყვა  „პეპელა“.  გაიხსენებენ  ა.წერეთლის  ლექსს  „ყმაწვილი  და პეპელა“.  წავაკითხებ  როლებად.  ყურადღება  გამახვილდება  სტრიქონზე  „დღეგრძელი  არა  ვარ“- რას  ნიშნავს?  წამოიჭრება  პრობლემა  „მაინც  რამდენ  ხანს  ცოცხლობს  პეპელა?“  გამოთქვამენ  ვარაუდებს.  ( ვარაუდების  ღრუბლების  შევსება)  აქ  ვაცნობ  გაკვეთილის  თემასა  და  მიზნებს. 
B-ფაზა(ტექსტზე მუშაობა ჯგუფებში) 15-20 წთ.
ამის  შემდეგ  მოეწყობიან  დიფერენცირებულ  ჯგუფებად,  დაურიგდებათ  თავებად  დანაწევრებული  ტექსტი  კითხვებითა  და  დავალებით,  წაიკითხავენ ინდივიდუალურად,  განიხილავენ ჯგუფებში მის შინაარსს, უპასუხებენ ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს,  ჩამოაყალიბებენ  საპრეზენტაციო   ფურცელზე და მოეწყობა პრეზენტაცია.
ლექსიკაზე  მუშაობა (5 წთ)
განმარტავენ  ტექსტში  წაკითხულ  მათთვის  შესაძლო  უცხო  და  გაუგებარ  სიტყვებს. (მაგ:  მეტამორფოზა.)
C-ფაზა(შეფასება-შეჯამება) 3 წთ.
მოსწავლეები შეაფასებენ და შეაჯამებენ გაკვეთილს.
მიეცემათ საშიანაო დავალება: მოიძიონ სხვა  დამატებითი  ინფორმაციები  პეპლის  შესახებ.
მოსწავლეთა შეფასება-2წთ.
მოხდება ურთიერთშეფასება,  მასწავლებლის  მიერ  ჯგუფური  მუშაობის  შეფასება,  ბოლოს კი მასწავლებელი სიტყვიერი კომენტარით შეაფასებს მთელ კლასს.



თბილისის 118-ე საჯარო სკოლა
გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში IV კლასი
პედაგოგი: ლონდა ლავრინენკო
გაკვეთილის თემა
საინფორმაციო ტექსტი-„ჭიანჭველები“-ნინო სურმავა.
საგანი
ქართული ენა
სწავლის საფეხური
დაწყებითი IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი
26 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები
Ø ტექსტის გაგება-გააზრება;
Ø მეტყველებისა და აზროვნების უნარის განვითარება;
Ø ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
Ø წერითი უნარ-ჩვევების განვითარება.
ე.ს.გ.
Ø მოსწავლე შეძლებს წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემას;
Ø ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენებას;
Ø ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას;
Ø უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის მიხედვით.
შეფასება,შეჯამება
სიტყვიერი კომენტარი,  შფასების  რუბრიკები
სასწავლო მასალა,რესურსები
დაბეჭდილი ტექსტი,აქტივობების ბარათები,თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი,მაგნიტები,მარკერი,მაგნიტური დაფა, წებოვანი  ფურცლები.

გაკვეთილის მსვლელობა
A-ფაზა-(გამოწვევა) 15წთ.
გამოწვევის  მიზნით  შევთავაზებ  კროსვორდის  შევსებას,  რომლის  ვერტიკალურ  სვეტშიც  მიიღება  სიტყვა  „მწერი“.  შემდეგ  შევავსებთ „ასოციაციურ  რუკას“,  რომელშიც  გაიხსენებენ  და  ჩამოწერენ  მწერებს,  შემდეგ  მოხდება  მათი  განაწილება  „ვენის  დიაგრამაში“  რომელიმე  ნიშნის  ( მაგ: მშრომელი  და  უზრუნველი)  მიხედვით.  ყურადღებას  გავამახვილებ  მშრომელებზე  და  მინიშნებებით (მას  თავისზე  25-ჯერ  მძიმე  ტვირთის  მოკიდებაა  შეუძლია)  მივახვედრებ  რომ  საუბარი  გვექნება  ჭიანჭველაზე.  აქ  გავაცნობ  გაკვეთილის  თემას-„ჭიანჭველები“  და  მიზანს.
B-ფაზა(ტექსტზე მუშაობა ჯგუფებში) 15-20 წთ.
ამის  შემდეგ  გადანაწილდებიან დიფერენცირებულ  ჯგუფებში,  დაურიგდებათ  თავებად  დანაწევრებული ტექსტი  კითხვებითა  და  დავალებებით,  მიეცემათ  მოკლე  ინსტრუქცია  და  შეუდგებიან  მუშაობას.   ტექსტს წაიკითხავენ ინდივიდუალურად,განიხილავენ ჯგუფებში მის შინაარსს,უპასუხებენ ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს, ჩამოაყალიბებენ  საპრეზენტაციო  ფორმატზე და მოეწყობა პრეზენტაცია.
ლექსიკური  სამუშო (5 წთ)
განმარტავენ  მათთვის  შესაძლო  უცხო  ან  გაუგებარ  სიტყვებს  ტექსტიდან (მაგ:“სინოპტიკოსი“, „კომუნიკაცია“)
C-ფაზა(შეფასება-შეჯამება) 3 წთ.
მოსწავლეები შეაფასებენ და შეაჯამებენ გაკვეთილს.
მიეცემათ საშიანაო დავალება: მოიძიონ  ინფორმაცია თავიანთთვის  საინტერესო  მწერზე.
მოსწავლეთა შეფასება-2წთ.
მოხდება ურთიერთშეფასება,ჯგუფების შეფასება მასწავლებლის  მიერ,  ბოლოს კი მასწავლებელი სიტყვიერი კომენტარით შეაფასებს მთელ კლასს.




თემა:  მონაცემთა  წარმოდგენის  საშუალებები-სვეტოვანი  დიაგრამა
საგანი:    მათემატიკა
    კლასი:  მეოთხე
პედაგოგი: ლ.  ლავრინენკო
    დრო:  45  წუთი
გაკვეთილის     მიზანი:
მოსწავლეებმა  შეძლონ  სვეტოვანი  დიაგრამის  წაკითხვა,  ერთი  და  იგივე  მონაცემების    სხვადასხვა  სახით  წარმოდგენა,  მონაცემთა  ორი  ერთობლიობის  შედარება
სწავლის  შედეგები

დამოკიდებულება:
მოსწავლეებს  აუმაღლდებათ  მოტივაცია,  მონაცემთა  წარმოდგენის  სხვადასხვა  საშუალებებიდან  შეარჩიონ  ოპტიმალური
ცოდნა:
მოსწავლეს  ეცოდინება  მონაცემთა  წარმოდგენის  ერთ-ერთი  ხერხი-სვეტოვანი  დიაგრამა,  მისი  აგების  გზები.
უნარები:
მოსწავლეს  განუმტკიცდება  მონაცემთა  სხვადასხვა  სახით  წარმოდგენის  პრაქტიკული  უნარ-ჩვევები,  განუვითარდება  ანალიზისა  და  შეფასების  უნარ-ჩვევები.
ესგ  სტანდარტი:
მათ.IV.14.  მოსწავლეს  შეუძლია  თვისობრივ  და  რაოდენობრივ  მონაცემთა  ინტერპრეტაცია  და  ელემენტარული  ანალიზი.
·        სავამს  საძიებო/ შემაჯამებელ  კითხვებს  ცხრილის  სახით  წარმოდგენილი  მონაცემების  შესახებ.
·        აღწერს/  განმარტავს  სვეტოვანი  დიაგრამის  სახით  წარმოდგენილ  მონაცემებს  სიტყვიერად  და  წერილობით.
·        ადარებს  მონაცემთა  ორ  ერთობლიობას.
საჭირო  წინარე  ცოდნა  და  უნარ-ჩვევები
  მოსწავლე  აღწერს/განმარტავს  პიქტოგრამის  და  ცხრილის  სახით  წარმოდგენილ  მონაცემებს  სიტყვიერად  ან  წერილობით,  სვამს  შემაჯამებელ  კითხვებს  პიქტოგრამის  ან  უმარტივესი  ცხრილის  სახით  წარმოდგენილი  მონაცემების  შესახებ.
    სწორად  ავსებს  ცხრილის  მონაცემებსმზა  ცხრილის  შესაბამის  უჯრებში.
წინარე  ცოდნის  შეფასება
წინარე  ცოდნას  შევაფასებ  საშინაო  დავალების  ერთობლივი  გარჩევით  (ასევე  წინა  გაკვეთილებზე  დაკვირვებით)
გაკვეთილის/ აქტივობების  გეგმა

მოსწავლეთა  დაჯგუფების  ფორმები:
მუშაობენ  ჯერ  ინდივიდუალურად,  შემდეგ- ჯგუფურად.
დაჯგუფების  კრიტერიუმები
დაჯგუფებულნი  არიან  მზაობის  მიხედვით.
სასწავლო  მასალა:
სახელმძღვანელო,  რვეული, დაფა,  ცარცი,  თაბახისა  და  ფლიპჩარტის  ფურცელი,  ფერადი  წებოვანი  ფურცლები,  დავალების  ბარათები  და  ფორმატის  ქაღალდები,  კალამი,  თვითშფასების  ფურცელი.
გაკვეთილის/აქტივობის  ეტაპები:

     I.წინასწარ:
·        საშინაო  დავალების  ერთობლივი  გარჩევა;
·        წინარე ცოდნის  გააქტიურება-ახლისათვის  შემზადება.
     II.განმავლობაში
·        მუშაობა  მთელ  კლასთან,  ახალი  ცოდნის  კონსტრუირება.
·        ჯგუფური  მუშაობა  დავალების  ბარათებზე
·        პრეზენტაცია
   III.შემდეგ
·        ახალი  მასალის  განმამტკიცებელი  საშინაო  დავალების  გარჩევა  და  მიცემა.
·        თვითშეფასების  ჩატარება
 შეფასება
·        როგორ  ასრულებენ  საშინაო  დავალებას
·        რამდენად  არიან  ჩაბმული  საკლასო  აქტივობებში  და  როგორია  მათ  მიერ  შესრულებული  სამუშაოს  ხარისხი
·        როგორ  იქცევა  მოსწავლე  გაკვეთილის  განმავლობაში  და  განსაკუთრებით  ჯგუფური  მუშაობის  დროს.
·        რა  სახის  შეკითხვებს  სვამს.
1.      ფაზა: 10 წუთი
საშინაო  დავალების  ერთობლივი  გარჩევა.
საშინაო  დავალების  გარჩევას  დავიწყებ  მოსწავლეთა  რვეულების  დათვალიერებით.  2  მოსწავლე  გამოვა  დაფასთან    და  დახაზავენ  ერთი  ცხრილს,  მეორე- პიქტოგრამას,  ამასობაში  დანარჩენ  კლასთან  ვამოწმებ  რა  სახის კითხვები  დასვეს.  შემდეგ  შეხედავენ  დაფს  და  შეადარებენ  თავის  დავალებას.  დავსვამ  რამდენიმე  შემაჯამებელ  კითხვას.
II.    ფაზა:      10-15 წუთი
მივმართავ  მოსწავლეებს,   ჩავატაროთ  გამოკითხვა  საყვარელი  სასმელის  შესახებ  ( გამოვაკრავ  სასმელების- ფანტა, პეპსი, კოკა-კოლა, „ზედაზენი“  ფოტოებს)  ვთხოვ  წებოვანი  ფურცლები  მორიგეობით  მიაკრან  საყვარელი  სასმელის  სურათს.  გამზადებული  მაქვს  დიდი  ფლიპჩარტის  ფურცელი  შემდეგი  ცხრილით:
სასმელი
მოსწავლეთა
რაოდენობა






ფანტა








პეპსი








კოკა-კოლა








ზედაზ








  როგორ  გავიგო    რომელი სასმელი  რამდენს მოსწონს? (დავთვალოთ  ფურცლები  და  შევიტანოთ  ცხრილში).  ვიკითხავ    თუ  შეძლებდნენ  რაოდენობის  გარკვევას,  თუ  ამ  ფურცლებს  გადმოვიტანთ  და  ჩავაკრავთ  ცხრილში?  (ასეც  მოვიქცევით)   დავსვამ  რამდენიმე  კითხვას:  გადათვლის  გარეშე  თუ  შევძლებთ  გავიგოთ  რომელი  სასმელი  მოსწონს  მეტს  და  რამდენით?  როგორ  მიხვდით?  (დათვლიან  „კუდში“  ბარათების  რაოდენობას).  შეიცვლება  მონაცემები  თუ  ფლიპჩარტის  ფურცელს  ამოვაბრუნებ?(არა).
სწორედ  აქ  ვაცნობ  ახალი  გაკვეთილის  თემასა  და  მიზანს (ვაკრავ  დაფაზე)
აი  როგორ  გამოისახება  ჩვენი  გამოკითხვის  მონაცემები  სვეტოვანი  დიაგრამით. (გავაკრავ) ყურადღება  მიაქციეთ  თანაბარ  დანაყოფებს  და  იმას, რომ  ერთი  დანაყოფი  შეიძლება  აღნიშნავდეს  რამდენიმეს   ისევე,  როგორც  პიქტოგრამაში.


სვეტოვანი  დიაგრამის  აგება:  10-15 წთ.
ჯგუფებში  გავანაწილებ  დავალებებს,  მივცემ  მცირე  ინსტრუქციას  და  შეუდგებიან  მუშაობას.  ბოლოს  მოახდენენ  პრეზენტაციას,  რომელსაც  შევაფასებ
III.ფაზა:    5წთ
მივცემ  დავალებას  მცირე  ინსტრუქციით.  (  გუშინდელი  დავალებისთვის ააგეთ  სვეტოვანი  დიაგრამა)   დავურიგებ  თვითშფასების  ფურცლებს,  რომლებსაც  შევსებულს  უკან  დამიბრუნებენ.

გმადლობთ   თანამშრომლობისთვის.




No comments:

Post a Comment